წითელი ჰოლი და ლურჯი კაბარე

 წითელი ჰოლი და ლურჯი კაბარე
წითელი ჰოლი და ლურჯი კაბარე, 
მაღალ ნოტაზე ცეკვავდა ვალსი.. 
მთვარის ცრუ მოლოდინს დასცინის ვარსკვლავი, 
მზე უკვე ჩასულა არ მისცა შანსი. 
–გთხოვთ ჭიქა შემივსოღ ბატონო სალვატორ.. 
უნდა გამოვცალო ცხოვრების მრწამსი...
ძნელია სიცოცხლე როცა მას აღარ გრძნობ, 
–გაშალე ფრთები აფრინდი ცაში, 
მლაშე ცრემლებით გამომთვრალ სველ თვალებს, 
ძალით ამოძრავებს დარბაზის ტაში სული.. 
სული შეუხუთავს ცხოვრების ტრამალებს , 
და აი შემოვიდა მიზეზი კარში. 
წითელი ჰოლი და ლური კაბარე, 
ნოტებს აყოლილი ტალღები.. 
წყვდიადი ეფინება მოკვდავთა სავანეს, 
და აი შემოვიდა მიზეზი კარში, 
დამთავრდა მასკარადი ის უკვე ზღვაშია.. 
სიყვარულს ცივ ტალღებს აბარებს.. 
ნუ გაასამართლებთ სულელი ბავშვია, 
ის ხომ ქალის სახელს ატარებს.