შენი ადამიანი

შენი ადამიანი
თითოეულ ჩვენგანს ჰყავს თავისი ადამიანი. ის, ვისთანაც სრულად შეიგრძნობს, თუ როგორ ჩქეფს ვენებში სიხარული, არტერიებში - ეიფორია. 
შენ შეიძლება შემთხვევით გადაეყარო მას შვიდი მილიონი ადამიანის ნაკადში; აღმოაჩინო ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს უკვე გვარიანად მობეზრებული, ხმაურიანი და ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრი თუ საერთოდ სხვა ქვეყანა, სადაც დასვენება გადაწყვიტე. შეიძლება იმწამსვე მიხვდე, რომ ეს შენი ადამიანია, საკმარისია დააკვირდე ქცევის მანერას, მოუსმინო ხმის ტემბრს, ან უბრალოდ თვალებში ჩახედო და იქ საკუთარი ცხოვრების არსი აღმოაჩინო. ასევე შესაძლებელია, იმწუთასვე ვერ მიხვიდე ამ აზრამდე, გარკვეული დრო დაგჭირდეს იმისთვის, რომ ფენა-ფენად ჩამოშალო მის მიერ აშენებული კედლები და ადამიანში მონათესავე სული აღმოაჩინო. 
მაგრამ ერთი რამ აშკარაა - როგორც კი მიხვდები, რომ ეს შენი ადამიანია, უკვე ვერ ამოიგდებ მას გულიდან. უფრო ადვილია თვით გული ამოიგლიჯო.

...შენს ადამიანთან ერთად არ შეიგრძნობ თავს მარტოხელად, მაგრამ არც შეზღუდულად. 
...შენს ადამიანთან ერთად დუმილი იმდენივე სიამოვნებას მოგანიჭებს, რამდენსაც ხანგრძლივი გულწრფელი საუბარი.
...შენი ადამიანი ბუხარზე იფრო თბილი იქნება, რომელიც ასე მშვენივრად გათბობს ზამთრის ცივი დღის შემდეგ.
...დილით მისი კოცნა მაგარ ყავაზე უკეთესად გამოგაფხიზლებს, ხოლო ღამით ნათქვამი „ძილინებისა“ იავნანას ჩაგინაცვლებს. 

ნუ გექნება იმედი, რომ შენი ადამიანი იდეალური აღმოჩნდება. პლიუსები პიროვნებებს ქმნიან, მინუსები - ადამიანებს. შეიყვარე ის ისეთი, როგორიც არის და ნუ დააძალებ რამეს. თუ ის მართლაც შენი ადამიანია, თვითონ ისურვებს უკეთესი გახდეს. 

ის შენია არა იმიტომ, რომ ბუნებამ ასე ისურვა. არავინ არ იბადება სპეციალურად ვიღაცისთვის, არ არსებობს ზეცაში შექმნილი სულთა ნათესავობა, რომლის შესახებაც წიგნების გვერდები გვითხრობენ. ის შენ შეგეფერება რადგან ცხოვრებამ ისე გამოგძერწათ, რომ იდეალურად ეხამებით ართმანეთს. დამოუკიდებლად ვითარდებოდით, მაგრამ გარდაიქმენით ფიგურებად, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. 
ყოველივე ხსენებულში არ არის არაფერი ჯადოსნური, მაგრამ სწორედ ორ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია საოცრების აღმოჩენა.