პირველი თოვლი

პირველი თოვლი
პირველი თოვლი ,პირველი ლტოლვა,
პირველად წვიმდა,პირველად თოვდა,
შენ დაგინახე თეთრად მორთული...
ისე ლამაზად თოვდა და ქროდა.
შენს ხელებს ეცემა თეთრი ფიფქები,
შენთან მიჰქრიან თეთრი ფიქრები,
ნაზი ფიფქები თმებზე გეცემა,
ისე ლამაზად თმებს გისველებდა.
შენი სინაზე თეთრად მორთული...
და ეს ფიფქებიც შენთვის მოსული.
მე შენთვის მოვალ, შენთვის ვიცოცხლებ,
შენთვის გავივლი მთებს და მწვერვალებს.
შენშია ჩემი წმინდა დუმილი,
და ჩემთვის შენ ხარ წმინდა სურვილი.