იცი რა არის სიყვარული...?

იცი რა არის სიყვარული...?
რა ყოფილა ეს სიცოცხლე...?, 
ცოტა ტკბილიც, ცოტა მწარეც,
მაგრამ ნუთუ ვის ეგონა, 
კიდევ არის ერთი რამეც,

არც კი ვფიქრობთ ისი ვიტყვით, 
ისე ვატკენთ ერთურთს გულსა,
ნეტა ქეთი შენ იმღერე, 
მე მოგიტან შენ ფანდურსა,

ვიცი ბევრჯერ გაწყენიე 
და ვერ გავიგე შენი გრძობა,
მაგრამ ერთხელ მაინც ვერ განახე...? 
მარტო რომ დაინახე ბოღმა.

ვერ განახე სიყვარული, 
არც კი ვიცი როგორ მოხდა,
ნათია კი მეტყის ალბათ, 
ვერ ისწავლე ბექა შენ ნდობა...

ეხ!, რას იზამ…? 
ცხოვრება წარმავალია, 
ერთხელ გვიყვარდეს 
ეს ჩვენი ვალია...

ასეც ხდება, ისეც ხდება... 
ყველაფერი თავს გვაწყდება,
ერთხელ, მაინც გავიხსენებთ, 
სიყვარული ასე არ ქრება, 

არ გიყვარვარ ვიცი ალბათ, 
ან მე როდის შემიყვარდი...?,
ცოტა აზრი დაასვენე, 
გულს მიეცი შენ სათქმელი...

სიყვარული რა ყოფილა, 
ვერც მიხვდები ვერასოდეს, 
თუკი ნება არ მიეცი 
და არ უთხარი შენ მეორეს, 

როგორ გიყვარს, როგორ იწვი, 
როგორ მოგნატრებია...
ერთხელ მაინც თუ გაგახსენდი, 
ესეც საკმარისია,

მოვა ალბათ ის მომენტიც, 
რომ ახდება ის ოცნება, 
შენ რომ სხვისი შეგშურდა და 
ახლა შენი სიყვარულის დროა!...