ვინ ვარ მე!!

ვინ ვარ მე!!

ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა,
მაგრამ თავში კი მერევა აზრი
არ ვარ პოეტი ისე გავრითმო
დავიმსახურო მე თქვენგან ტაში.

მიყვარს ოცნება ,მიყვარს და ვხატავ
რასაც განვიცდი, ლექსებად ვქარგავ
არ ვარ ჭკვიანი ,არც სულელი ვარ
დედამიწაზე მოწვეულს ვგავარ.

15 წლის ვარ, ვსწავლობ სკოლაში
თანატოლებს კი არასდროს ვბაძავ,
ამ ქვეყანაზე ვარ ერთადერთი
და ალბათ მართლა არავის ვგავარ.

მიყვარს დედა და ვგიჟდები მასძე
მამიკოც მიყვარს, ჩემს თავზე მეტად
პატარა და მყავს სახელად ნინო
ნერვებს რომ მიშლის ყველაზე მეტად

მიყვარს მუსიკა,ცეკვა,სიმღერა
მეგობრებთანაც მოვილხენ მაგრად
მაქვს პრეტენზია ვიყო ბლოგერი
და ამისათვის ვიბრძვი მე მარდად

გყვარობთ სუყველას და არ მაქვს შური
სიყვარულისთვის ვიბრძოლოთ მარად
სიყვარულისთვის ჩვენ ვიყოთ ერთად
დავრჩეთ სულ მარტო საკუთარ თავთან.

გემშვიდობებით,ნახვამდის ,კარგად
მე თქვენს გარეშე ცხოვრებაც არ მაქვს
იმის იმედი რომ თქვენ ხართ ჩემთან
არ მომიშალოს მე ღმერთმა არსად!!