ერთი ციცქნა ვიყავი-მე დავიბადე

 ერთი ციცქნა ვიყავი-მე დავიბადე

როგორ ველოდი,დიდი სულით და გულით,ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ველოდი რაღაცას,ისეთს „გასაოცარს“,სულ უბრალოს,ამ ქვეყნად მოვლენა მეწადა,,ყოველ დილით დედას,შიგნიდან ვეძახდი,-დილა მშვიდობის დედა,ვეკვროდი,ისე როგორც ვახერხებდი,მიყვარდა ,არა ახლაც მიყვარს, არ გამნელებია,მისი სითბო და სიყვარული,შიგნიდან ვგრძნობდი,როგორ ტკიოდა დედას,მალე მეც ვიგრძენი ტკივილი მწარე,გავურბოდი რაღაც სხეულის მჭრელს გავურბოდი,დედას შიგნიდან ვეკვროდი ყველა კედელზე,რომ მას არ დავესერე,მე მტკიოდა საშინლად მკტიოდა,სამწუხაროდ მე სულ ციცქნა ვიყავი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სრულად,როდესაც მე მკვდარი,მოვევლინე სამყაროს იმ სამყაროში მოხვედრამდე მომიღეს ბოლო,რატომ?,მე დავაშავე ?ვატკინე რამე?,ალბათ ვატკინე.

***
ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს,მეცხრე თვეც იწურება,სადაცაა სრულიად სხვა სამყაროში გადავინაცვლებ და აი დადგა ის დრო როდესაც მე უკვე გარედან შევძლებ დედასთან ჩხუტებას მის მკერდზე თავის დადებას,მისთვის იმ სიტყვის თქმას რაც ყველაზე მეტად გაახარებს,-„დედა“-,მოუთმენლად ველი მის ნახვას,გემრიელი რძით პირის გასველებას,გულში ჩახუტებას,ისეთ სითბოს როგორსაც ახლა შიგნით ვგრძნობ მერე ალბათ უფრო დიდ სითბოს ვიგრძნობ...
ვხედავ,ვხედავ ბუნდოვნად,მე,მე მოვხვდი ნანატრ სამყაროში მე დავიბადე,მე დედას მკერდზე დამაწვინეს,მე ვიგრძენი მისი გულის ცემა,ჩემი სურნელი მის სურნელში შეერია,ო,როგორ დავტკბი,ახლა უფრო მეტად შემიყვარდა ის ხომ დედაა ჩემი.