გახსოვდეს, რომ ხარ ერთი, უბრალო ადამიანი…

გახსოვდეს, რომ ხარ ერთი, უბრალო ადამიანი…

მენატრება… 
ძალიან მენატრება ის წუთები და წამები, როდესაც თავს ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი.. 
მენატრება ის დრო, როცა ისეთივე გახარებული ვიყავი, როგორც ბავშვთა სახლის ერთ-ერთ მოსახლე ბავშვი, როდესაც მას შოკოლადს აჩუქებდნენ… 
ბავშვობის ბედნიერი დღეები ლანდივით დაძრწიან ჩემს თვალწინ.. 

დრო მიდის… 
ის წრეზე არასდროს ბრუნავს.. 
იცვლებიან ადამიანები…
და ისინი არასდროს ხდებიან ისეთნი, როგორიც ადრე… 

მე’ც შევიცვალე…
და ამ დროის განმავლობაში არცერთხელ მიგვრძვნია, როგორ მთელავდა ცხოვრება.. 
მთელავდა და მანადგურებდა… 

ერთადერთი რამ მინდოდა ამ ცხოვრებაში… 
ვყოფილიყავი ისეთივე ბედნიერი, როგორიც სხვები. 
უბრალოდ ბედნიერი “მე”… 

ოდესმე დაგსიზმრებიათ, როგორ მიდის შენი სული სხეულიდან?... 
ოდესმე გიფიქრიათ, რომ არსებობს ამ მიწაზე ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენზე ფიქრობს და გული შესტკივა?

მიტირია… 
ბევრჯერ მიტირია ჩემს “მე”_ზე… 
რატომ? 
იმიტომ, რომ მენანება ღმერთის ნაჩუქარი ის წუთები და წამები, რომლებიც ჩემთვის დახარჯა… 
მენანება ჩემი ცხოვრების ის ნაგლეჯი, როდესაც შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი, მაგრამ…

მე მოვკვდი…. 

ალბათ, ჩნდება კითხვა, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
-გახსოვდეს, რომ ხარ ერთი, უბრალო ადამიანი…